რას ამბობს საყვარელი სოუსი თქვენზე - ტესტი

სოუსი

კერძში სოუსივით ვართ, ახლობლების ცხოვრებას ვატკბობთ ან ვამწარებთ. ექსპერტები ირწმუნებიან: ის, რასაც ვამატებთ საკვებში, ბევრს ამბობს ჩვენს ხასიათზე და ჩვევებზე.

რას ამბობს საყვარელი სოუსი თქვენზე?

1. კეტჩუპი: გულკეთილი

რბილი ხასიათის ადამიანი ხართ, ძალიან დატვირთული სოციალური ცხოვრებით. თქვენში დუღს სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი, შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებთ. მომხიბვლელი ხართ. წვრილმანები გახარებთ. მხიარული ხასიათის წყალობით კომპანიის სული და გული ხართ. თქვენი სიკეთე, როგორც კეტჩუპი, სასიამოვნო არომატებს მატებს თქვენს ყველა მოქმედებას.

2. მაიონეზი: მოაზროვნე 

ზოგჯერ ფიქრობთ, რომ მორცხვი ხართ, მაგრამ სინამდვილეში ღრმად მოაზროვნე ადამიანი ხართ. თქვენი მოკრძალება მიუთითებს იმაზე, რომ ბრბოდან გამოყოფა არ გჭირდებათ. სიმშვიდის და თავშეკავებულობის მიუხედავად თქვენი ნიჭი თქვენს ნაცვლად საუბრობს სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. გარშემომყოფები თქვენით აღფრთოვანებულნი არიან, რადგან მუდმივად აჭარბებთ ყოველგვარ მოლოდინს.

3. ბარბექიუს სოუსი: რისკის მოყვარული

მეგობრული ხასიათის მიუხედავად კონკურენტული სულისკვეთება გაქვთ. ლიდერის ხასიათი გაქვთ, ადრენალინი და მხიარული ნაკლებად მოძრავი დასვენება მოგწონთ. გარშემომყოფები გენდობიან და მათგან ერთგულებას ითხოვთ. მკაცრი მორალური პრინციპები გაქვთ, ამიტომ სწრაფად წყვეტთ კომუნიკაციას მათთან, ვინც თქვენს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

4. სალათის მაიონეზი: მშვიდი

მუზეუმში, სამხატვრო გალერეაში ან გამოფენაზე თქვენი ნახვა უფრო ადვილია, ვიდრე ლუდის ბარში. ბუნების და ხელოვნების სილამაზით ტკბებით. ცოტა, მაგრამ ძალიან ახლო მეგობარი გყავთ. განმარტოება, ხელსაქმე, ფოტოგრაფია გიყვართ. კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის მშვიდი, თავშეკავებული და ცივსისხლიანი ხართ.

5. პიტნის სოუსი: ენერგიული

სპონტანურობა თქვენი მეორე სახელია. დიდი გული გაქვთ და ყველაზე ჩვეულებრივ სიტუაციებშიც ნათელ მომენტებს ხედავთ. მეგობრების სახლში სასურველი სტუმარი ხართ თქვენი ენერგიულობის გამო. სხვისი გულის მოგების სურვილი თქვენი საჭიროებების უგულებელყოფას იწვევს.

6. ალაოს ძმარი: შურისმაძიებელი

მეგობრები ფიქრობენ, რომ კეთილი, მზრუნველი და ერთგული ხართ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. თქვენი ახლობლები თქვენს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. თუ მოლოდინს ვერ ამართლებენ, მათთან კავშირს წყვეტთ. გადაწყვეტილებას იღებთ ფაქტებზე და არა ემოციებზე დაყრდნობით, ამიტომ კორპორაციულ სამყაროში გადარჩენა შეგიძლიათ. კარგი მოკავშირე ხართ, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ვინმე თქვენი მტერი გახდეს. განაგრძეთ კითხვა...