პირველი, რასაც სურათზე დაინახავთ, გეტყვით, რა გაწუხებთ ახლა

ტესტი

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით - ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენს პიროვნებას აკონტროლებს, მაშინაც კი თუ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, და მისი მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. როცა თქვენ რაღაცას ხედავთ, თქვენი ფსიქიკა ქვეცნობიერად პირველად იმას ხედავს, რაც თქვენს პიროვნებას ამა თუ იმ მომენტში სჭირდება. 

გვირგვინოსანი წეროები

თუ თქვენ სურათზე პირველად სწორედ ეს ფრინველები შენიშნეთ ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა თქვენ თავს უკიდურესად მარტოსულ ადამიანად გრძნობთ. თქვენ ძალიან გსურთ ვინმესთან თქვენს გრძნობებზე საუბარი, თუმცა გეშინიათ რომ ისინი არავისთვის იქნება საინტერესო. ნურც ერთ შემთხვევაში ნუ შეინახავთ საკუთარ თავში იმას, რაც გაწუხებთ. უბრალოდ მშვიდად გაესაუბრეთ თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს ამის შესახებ და ნუ იფიქრებთ იმაზე რომ თქვენ მათ ამით რაიმენაირად ტვირთავთ, და გახსოვდეთ: გრძნობების გამოხატვა - სისუსტე არ არის.

ლურჯი თუთიყუში

თუ პირველად ეს თუთიყუში შენიშნეთ, ახლა თქვენ თავს დაკარგულად და მარტოსულად გრძნობთ. დღესდღეობით, ყველა ჩვენგანი ძირითადად, სოციალურ ქსელებში ურთიერთობს და უკვე დაგვავიწყდა კიდეც რა არის რეალური, ცოცხალი კომუნიკაცია, ადამიანები საუბარს გადავეჩვიეთ, სამაგიეროდ მესიჯების წერაში გავიწაფეთ. მოიწყვეთ დასვენების დღეები და წადით კონცერტზე ან დაესწარით საინტერესო ღონისძიებას, სახლში დატოვეთ ყოველგვარი პლანშეტი და მობილური ტელეფონი, უბრალოდ ისიამოვნეთ გარემოთი და დატკბით ახალ ადამიანებთან ურთიერთობით.

ჟირაფები

თუ თავდაპირველად ნახატზე ჟირაფები დაინახეთ, თქვენ ფინანსურ არასტაბილურობასა და სირთულეებს განიცდით. გარკვეული პრობლემები თქვენ სამსახურშიც გაქვთ. სამწუხაროდ, კონკურენცია დიდია და ძალიან რთულია ვინმეს რაიმეთი გაოცება, ამიტომ მუდმივად საჭიროა კრეატიულობა და ფულის გამომუშავების ახალი გზების ძიება, ან მაგალითად, საკვალიფიკაციო კურსების გავლა.

ზებრები

თუ ზებრები დაინახეთ ახლა თქვენი ან ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობაზე ღელავთ, და თან იმდენად ძლიერად რომ გამუდმებით ამაზე ფიქრობთ და ვერც ნორმალურად იკვებებით და ვერც სრულფასოვან ძილს ახერხებთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა გაიგოთ კონკრეტულად რა სახის პრობლემა გაქვთ, როგორ უმკურნალოთ ან ღირდა თუ არა საერთოდ ნერვიულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივი ღელვა და ეჭვი თქვენს ჯენმრთელობას კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება. განაგრძეთ კითხვა...