ზურაბ რურუა სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რათა საქართველომ აფხაზეთი აღიაროს

ზუკა რურუა

 ნელ-ნელა უნდათ საზოგადოებას შეაპარონ, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ აფხაზეთი აღიაროს, თითქოს წარსულია და ჩვენი ტრავმაა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ რურუა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის განცხადებებს.

„ამით უნდათ, რომ საზოგადოება მოწამლონ“, - დასძინა რურუამ.

ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველო აფხაზებისთვის შესათავაზებლად უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის.