ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვრის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმაში იყო ბრალდებული

ფოტო: JP

 ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში ყარაჯში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციის დროს პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმაში იყო ბრალდებული. კერძოდ, შაჰრამ სადეგის პოლიციელებისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში ედებოდა ბრალი. თავდასხმის შედეგად 7 ოფიცერი დაშავდა.

სასამართლომ სიკვდილით დასჯის გარდა ბრალდებულის აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო.