გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1760278699
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, „ტვ პირველის“ ეთერში გაშუქებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირები, რათა მარტივად გადანგრეულიყო.
მისივე თქმით, „ტვ პირველში“ თავადაც არ სჯერათ იმ წარმოუდგენელი სიბეცის, რასაც ავრცელებენ, თუმცა სასოწარკვეთილი პატრონების დავალებით თუთიყუშებივით იმეორებენ.
„კარგი, ვთქვათ ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუს-მა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო. ამ ფოტოზე, მათ შორის თქვენ ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუს-მა ბეტონი დაალბო წინასწარ, რომ ღობესთან ერთად ისიც მარტივად გადანგრეულიყო? არ ვიცი, თავად გჯერათ თუ არა იმ წარმოუდგებელი სიბეცის, რასაც სასოწარკვეთილი პატრონები გავალებენ და შემდეგ თუთიყუშებივით იმეორებთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ თქვენს მაყურებელზე უმდაბლესი წარმოდგენა გაქვთ და ამ სიშლეგეს აჯერებთ. ვაი, თქვენს პატრონს!“ - წერს ქადაგიძე.