13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. მიზეზი მარტივია - მათ სიმართლის თქმა გაბედეს. ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და მაშინდელმა ევროპელმა ბიუროკრატებმა „გაუპრავეს“, - წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქვეყანა, რომლის პრემიერმაც ხელი ჰკრა სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინა ომისთვის, ნგრევისთვის, სისხლის ღვრისთვის გაწირა, დღეს ქართულ მედიას „დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს. მისი შეფასებით, ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა.
„როცა ომის გამღვივებლები მორალს გვიკითხავენ! ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა.
მიზეზი მარტივია - მათ სიმართლის თქმა გაბედეს.
ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და მაშინდელმა ევროპელმა ბიუროკრატებმა „გაუპრავეს“. დღეს - მეორედ, რადგან „იმედმა“ გაბედა და ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი და დანგრეული ქვეყანა აჩვენა.
ვინ გვიკითხავს მორალს? ქვეყანა, რომლის პრემიერმაც ხელი ჰკრა სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინა ომისთვის, ნგრევისთვის, სისხლის ღვრისთვის გაწირა, დღეს ქართულ მედიას „დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს. მათთვის „დეზინფორმაცია“ ის სიმართლეა, რომელიც მათ ომის პოლიტიკას ამხელს.
P.S. ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა“, - წერს ქადაგიძე.