1755178103
ზურაბ აბაშიძე: კვლავ მაქვს პატივი „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად ვიბრძოლო იმ მანდატისთვის, რომელიც წლების წინ გადმოგვცა თბილისის მოსახლეობამ და მას კიდევ ერთხელ მადლობა საქმით გადავუხადო მონიჭებული ნდობისთვის

კვლავ მაქვს პატივი „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად ვიბრძოლო იმ მანდატისთვის, რომელიც წლების წინ გადმოგვცა თბილისის მოსახლეობამ და მას კიდევ ერთხელ მადლობა საქმით გადავუხადო მონიჭებული ნდობისთვის,- წერს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, კვლავ მაქვს პატივი „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად ვიბრძოლო იმ მანდატისთვის, რომელიც წლების წინ გადმოგვცა თბილისის მოსახლეობამ და მას კიდევ ერთხელ მადლობა საქმით გადავუხადო მონიჭებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა ვიყო თბილისის საკრებულოში მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა უამრავი რამ გააკეთა მთაწმინდის რაიონში: მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 სკვერსა და დასასვენებელ სივრცეს, ავარიული შენობები გამაგრდა 14 მისამართზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 471 პროექტი, სოციალური მიმართულებით ჯამში 45 087 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, ამ ადამიანებს დაუფინანსდათ მკურნალობა, მედიკამენტები, მათ მიიღეს სხვადასხვა სახის მიზნობრივი დახმარება, ქირით უზრუნველყოფილია 675 ოჯახი და ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ამ ციფრების მიღმა კონკრეტული ადამიანები და ოჯახები დგანან.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი, როგორც მაჟორიტარის, ყველა დაპირების შესასრულებლად მთაწმინდის რაიონის გამგეობის და მაჟორიტარის ბიუროს მხრიდან კვლავ შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდება.
ჩვენ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მთაწმინდის რაიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავაც ვაპირებთ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ახალი პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს თბილისს და ამას მივაღწევთ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.“- წერს აბაშიძე.