1755172226
თეთრი სახლის პრესმდივანი: პრეზიდენტ ტრამპს სურს შეხვდეს და თვალებში შეხედოს რუსეთის პრეზიდენტს, რათა გაიგოს, რა პროგრესის მიღწევა შეიძლება

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა სცადოს უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით მოგვარება.
„მას სურს შეხვდეს და თვალებში შეხედოს რუსეთის პრეზიდენტს, რათა გაიგოს, რა პროგრესის მიღწევა შეიძლება, რომ წინ წავიწიოთ და დასრულდეს ეს სასტიკი ომი.
ხვალ დილით ადრე პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლიდან გაემგზავრება სამხედრო ბაზაზე ანკორიჯში, სადაც გამართავს პირად შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან, რის შემდეგაც შედგება ორმხრივი სადილი ორივე ქვეყნის შესაბამის დელეგაციებთან, შემდეგ კი პრესკონფერენცია“, - აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა.