ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მასზე თავდასხმა სცადეს

zura jafaridze

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მასზე თავდასხმა სცადეს. პოლიტიკოსმა იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გირჩი ტვ-დან“ გამოსვლის შემდეგ, განათლების სამინისტროს წინ მივიდა, სადაც მანქანა ჰყავდა გაჩერებული. ამ დროს "მერსედესის" მარკის ავტომობილიდან გადმოვიდა პირბადიანი მამაკაცი, რომელიც მისკენ დაიძრა, გადმოსვლას აპირებდა მეორეც, რა დროსაც მან გამაფრთხილებლად გაისროლა.

პოლიტიკოსი ჰყვება, რომ ორივე თავდამსხმელი ამის შემდეგ მიიმალა, მათ შორის, ერთმა მიმალვა ავტომობილით შეძლო.