პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მგონი დაცხრა ემოციები და შეგვიძლია ცივ გონებაზე განვიხილოთ ზურა გირჩის ეთერი უცნობის კიდობანში. იმ მსჯელობაში აღარ შევალ, უნდა მიეწვია თუ არა, პასუხი ერთია - არა! მიზეზიც მარტივია - ქართველი ხალხი და გირჩი ერთ ნავში არასოდეს იჯდება!, - წერს ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, გირჩმა, პირდაპირ ეთერში ჩაუშვა საკუთარი პატრონები, გააცხადა მათი რეალური მიზნები საქართველოსთან მიმართებაში და ღიად თქვა, რომ ფულის გამო, უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება.
„მგონი დაცხრა ემოციები და შეგვიძლია ცივ გონებაზე განვიხილოთ ზურა გირჩის ეთერი უცნობის კიდობანში.
იმ მსჯელობაში აღარ შევალ, უნდა მიეწვია თუ არა, პასუხი ერთია - არა! მიზეზიც მარტივია - ქართველი ხალხი და გირჩი ერთ ნავში არასოდეს იჯდება!
აღნიშნულ გადაცემაში, ვისთვის რა იყო სკანდალური და ვისთვის რა? გირჩმა, პირდაპირ ეთერში ჩაუშვა საკუთარი პატრონები, გააცხადა მათი რეალური მიზნები საქართველოსთან მიმართებაში და ღიად თქვა, რომ ფულის გამო უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. მაგრამ ნაცმედიებმა ცხადია, აიტაცეს კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით, რაზეც მკაფიო და ამომწურავი პასუხი გაეცათ. სიმართლე ერთია ამ საკითხის გარშემო - სესხად გაცემული დაფინანსება მიიღო არა ლევან გაჩეჩილაძემ, არამედ 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ! ნაც-ლიბერალები რომ გაჰყვირიან, ბაზრების დივერსიფიცირებაა აუცილებელი და რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებაო, სწორედ ამ მიზანს ემსახურება დაფინანსებული პროექტიც - ამერიკული ბაზრისთვის შესაბამისი ქართული ღვინის წარმოებას და პოპულარიზაციას!
„ნაცების“ მხრიდან მოკლეფეხებიანი ტყუილები ახალი არ არის, ამასაც გაეცა პასუხი და მომავალშიც სიმართლით ვუპასუხებთ მათგან მომავალ სიცრუეს! ამჯერად კი, თავად ზურა ჯაფარიძემ გაგვცეს პასუხი მისივე ნათქვამზე, ვციტირებ: „ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი მოძრაობები, რომ საქართველოში „დავაბათ“ 10.000 რუსი ჯარისკაცი“. იქნებ, ჰკითხოთ ვინმემ, რამდენი ქართველის სიცოცხლე შეეწირება აქ 10 000 რუსი სამხედროს „დაბმას“?!“, - წერს შაქარიშვილი.