პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ზარქუების მმართველობას ძალიან სწრაფად დავამთავრებ ეს ტემპი თუ გავაგრძელე, ორ დღეში 500 კაცი არ არის ცოტა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მათ შორის, მაშინ როცა ვიძახი ღიად, რის გაკეთებასაც ვაპირებ“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ბრძოლის ის ფორმები, რომელსაც ვიყენებ, არის ჩვეულებრივ მიღებული ფორმები. არჩეული მაქვს ქუჩის პროტესტის გზა და ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, მთლიანად მაგაზე ვარ გადართული და გამოსავალი მარტო ეს მგონია. ვცდილობ დავაორგანიზო, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არის გაბრაზებული, არ უნდა ქვეყნიდან გაქცევა, აწუხებთ უამრავი პრობლემა, მაგრამ მთავარი, რაც აწუხებთ, გაიაზრეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანას არ ეღირსება ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და ამ ხალხს სჭირდება ორგანიზება. თუ ეს ხალხი დაორგანიზდება, ეს ხალხი არის გაცილებით მეტი, ვიდრე ხელისუფლების მხარდამჭერები.
ესენი ბარიერს არ დასწევენ არავითარ შემთხვევაში. მაღალი ბარიერი კი ხელს უწყობს პოლარიზაციას. ზარქუას და მის გარშემო ხალხს მართლა სჯერა, რომ იქ რაღაცებს რომ ვზომავდი, მართლა იმიტომ ვზომავდი, კარები უნდა შევამტვრიო. კარების შემტვრევა თუ მომინდება, ისედაც შევამტვრევ, მაგას აზომვები არ სჭირდება“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი მიზანია ქუჩაში გამოვიდეს 60-100 ათასი ადამიანი.