ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი - მიუხედავად ბევრი ავის მოსურნისა საქართველოს განვითარება არ შეჩერდება - ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ყველას გილოცავთ ვისაც საქართველოს განვითარება და წინსვლა გიხარიათ! ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი! - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, ამ საავტომობილო პროექტს არაერთი ყალბი სიუჟეტი და დეზინფორმაცია მიუძღვნეს ე.წ. ტელევიზიებმა, მაგრამ მიუხედავად ბევრი ავის მოსურნისა საქართველოს განვითარება არ შეჩერდება.

„ყველას გილოცავთ ვისაც საქართველოს განვითარება და წინსვლა გიხარიათ! ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი! გვახსოვს რამდენი ყალბი სიუჟეტი და დეზინფორმაცია მიუძღვნეს ე.წ. ტელევიზიებმა ამ საავტომობილო პროექტს. ასე, რომ ვერავითარი პროვოკაციული რეზოლუციები ჩვენ ვერ მოგვერევა! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ავის მოსურნე გვყავს, ჩვენი განვითარება არ შეჩერდება! წარმატებები ჩვენს ქვეყანას!“ - წერს ნიკოლეიშვილი.