პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ.
რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მათთან ინტერვიუში ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა განაცხადა.
„საქართველოს საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასასვლელში ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს და ექვემდებარება თუ არა გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, მაშინ ამ შემთხვევაში მას გადაეცემა უწყება“, – განაცხადეს პრესსამსახურში.
როგორც რუსული მედია წერს, მანამდე რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში დაახლოებით 5,5 ათასი მანქანა დგას რიგში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად, მათ შორის 3,6 ათასი მსუბუქი ავტომანქანა.