ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებებშია მითითებული.
შესაბამისად, საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტი იგორ დოლგოვმა, სლოვაკეთში უკრაინის დიპლომატიურ მისიის ხელმძღვანელმა იური მუშკამ, პორტუგალიაში ინა ოგნივეცმა, ირანში სერგეი ბურდილიაკმა და ლიბანში იგორ ოსტაშმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.