კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნობას ჰგავს - ვლადიმერ ზელენსკი

ზელენსკი

"ადამიანურ და არა პოლიტიკურ დონეზე, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნობას ჰგავს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

"ადამიანურ და არა პოლიტიკურ დონეზე, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნობას ჰგავს. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ეს არ არის უბრალო მეგობრობა ან თანაგრძნობა, არამედ მტკიცე და ოფიციალური განზრახვა, რათა შევუერთდეთ და გავხდეთ ერთნი ძალიან ახლო მომავალში“, - დასძინა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა საგზაო რუკა ევროკავშირის კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების განსახორციელებლად ცხოვრების ყველა სფეროში. გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მთელი რიგი კანონები, რაც ევროინტეგრაციას ეხება.