ზელენსკი: ომის დასასრული უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ომის დასარული უფრო ახლოსაა, ვიდრე ეს რეალურად ჩანს.

„მე მგონია, რომ ჩვენ მშვიდობასთან მეტად ახლოს ვართ, ვიდრე გვგონია. ჩვენ ომის დასრულებასთან ახლოს ვართ“, - განაცხადა მან.

ამავე დროს ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინის ჯარის გაძლიერებისკენ მოუწოდა. „გამარჯვების გეგმა უკრაინის გაძლიერებაა. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, მოკავშირეებს, გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია. „ეს მართალია. მას [პუტინს] ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ რომ, მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას მათი დაცვა არ შეუძლია. მას საკუთარი ტერიტორიის დაცვა არ შეუძლია“, - თქვა მან.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას „ძლიერის პოზიციიდან“ შეუძლია აიძულოს პუტინს ომი შეწყვიტოს.