კანის კიბოს 5 ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1729544903
პოლიტიკური შეფასებების საგანია გიორგი გახარიას განცხადება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელზეც ექსპრემიერმა თქვა, რომ შესაძლოა, საქართველოში შემოტყუებით ჩამოდიოდა, "ქართულმა ოცნებამ" კი, ლეგიტიმაციის მისაღებად, თანხა გადაიხადა.
გახარიას გუნდში ეჭვობენ, რომ პია კაუმა შეცდომაში იყო შეყვანილი და კითხვის ნიშნები ამ საკითხზე ისევ არსებობს.
"სხვადასხვა კითხვა იყო, რომელიც დღესაც არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი. მე ვუშვებ იმას, რომ ეს ქალბატონი, შესაძლოა, შეცდომაში ყოფილიყო შეყვანილი. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მას გაუგზავნა წერილი, რითაც აუხსნა, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ვიზიტს საქართველოში. ჩვენი რჩევა გაითვალისწინა ქალბატონმა, რომელიც აპირებდა ჩამოსვლას, მისი ეს ვიზიტი არ განხორციელებულა, დანარჩენი ვნახოთ", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა თავაძე.
სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და, მათი შეფასებით, პია კაუმას საქართველოში არჩამოსვლის მიზეზი სხვა რამ არის:
"ამ შემთხვევაში, მე გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულად რაღაც შეთქმულების თეორიებზე ვისაუბრო. ვისაც ინფორმაცია აქვს, უნდა განაცხადოს ამ ინფორმაციის შესახებ. მე მიმაჩნია, რომ პია კაუმა თავად მიხვდა, რომ გამოყენებული იქნებოდა მისი ვიზიტი პროპაგანდისტული მიზნებისთვის "ქართული ოცნების" მიერ და ის მოერიდა, ამ ეტაპზე, საქართველოში ჩამოსვლას", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი ლანა გალდავა.