„ეს ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე შინაარსიანი შეხვედრა იყო, ბევრ რამეს სხვაგვარად უყურებს...“ - ზელენსკი ვატიკანში ტრამპთან შეხვედრის შესახებ

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი

ვატიკანში დონალდ ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"შესაძლოა, ეს ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე შინაარსიანი შეხვედრა იყო. ჩვენი გუნდების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, პირისპირ შეხვედრის ფორმატმა გაამართლა. თავად საუბრისთვის შესაფერისი ატმოსფერო გვქონდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზეც ისაუბრა და შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი "ბევრ რამეს ცოტა სხვაგვარად უყურებს".

"დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის, რაც მან მითხრა, ძალიან ძლიერად ჟღერს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.