„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ვახტანგ თურნავა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარეს, ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისა და განვითარებისათვის მიმდინარე სამუშაო პროცესს.
ავთანდილ კასრაძემ პარლამენტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების თაობაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა შემოდგომაზე უმასპინძლოს მოსახლეობას.
საუბარი შეეხო ასევე ამ პროცესში ქუთაისთან ერთად, სხვა ქალაქების აქტიურ ჩართულობას, რათა რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცეს, მიიღონ ცოდნა, განვითარდნენ და დასაქმდნენ სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით.
„ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება საქართველოში და, კერძოდ, ქუთაისში. ეს ჩვენს ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ისწავლონ, გაეცნონ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიებს, დასაქმდნენ. დარწმუნებული ვართ, ტექნოლოგიური ჰაბი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, ერთიან კომპლექსში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქისა და რეგიონის განვითარებაში“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.