ზაალ ანჯაფარიძე USAID-ის მიერ თანხების ჩარიცხვაზე: პირველი, რაც ეჭვს იწვევს თანხის გადმორიცხვის დროის დამთხვევაა 4 ოქტომბრის არჩევნებთან და რადიკალების დაანონსებულ „რევოლუციასთან“ - სავსებით გასაგებია, რომ „რევოლუციას“ ფული სჭირდება

ზაალ ანჯაფარიძე

USAID პირდაპირ არ იხდის პენსიებს უცხო ქვეყნებში მყოფი ადგილობრივი ეროვნული თანამშრომლებისთვის. ამის ნაცვლად, USAID-ის ფარგლებში დასაქმებული ადგილობრივი თანამშრომლები, როგორც წესი, მოქცეულნი არიან აშშ-ის საჯარო სამსახურის საპენსიო სისტემაში, (CSRS), ისიც იმ შემთხვევაში თუ გარკვეული თანამდებობები უკავიათ. აღნიშნულ თანამშრომლებს ჰქონდათ არჩევანი - ან აერჩიათ CSRS-ან შეეტანათ ფული ადგილობრივ სოციალური დაზღვევის საპენსიო ფონდში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებს საპენსიო თანხა ჩაერიცხათ.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, აუცილებელია თანხების ოდენობის და მათი წყაროს დეტალურად გადამოწმება, მით უფრო, რომ გადმორიცხვებში ფიგურირებს ბანგკოკში აშშ-ის საელჩო, რომელიც ასევე გიული ალასანიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ დონორად დასახელდა.

„არის თუ არა აღნიშნული თანხები საპენსიო კომპენსაცია USAID-ს უცხო ქვეყნებში მყოფი ადგილობრივი ეროვნული თანამშრომლებისთვის, თუ საპენსიო თანხით შენიღბული უცხოური ფულის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში?

პირველი, რაც ეჭვს იწვევს არის თანხის გადმორიცხვის დროის დამთხვევა 4 ოქტომბრის არჩევნებთან და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „რევოლუციასთან“ ხელისუფლების დამხობის მიზნით. სავსებით გასაგებია, რომ „რევოლუციას“ ფული სჭირდება.

USAID პირდაპირ არ იხდის პენსიებს უცხო ქვეყნებში მყოფი ადგილობრივი ეროვნული თანამშრომლებისთვის. ამის ნაცვლად, USAID-ის ფარგლებში დასაქმებული ადგილობრივი თანამშრომლები, როგორც წესი, მოქცეულნი არიან აშშ-ის საჯარო სამსახურის საპენსიო სისტემაში, (CSRS), ისიც იმ შემთხვევაში თუ გარკვეული თანამდებობები უკავიათ. აღნიშნულ თანამშრომლებს ჰქონდათ არჩევანი - ან აერჩიათ CSRS-ან შეეტანათ ფული ადგილობრივ სოციალური დაზღვევის საპენსიო ფონდში.

დიახ, USAID ზოგჯერ იხდის პენსიებს ან საპენსიო შეღავათებს უცხო ქვეყნებში მყოფ ადგილობრივ ეროვნულ თანამშრომლებს - მაგრამ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში მნიშვნელოვნად განსხვავდება თანამდებობის, ადგილმდებარეობის, მისიის მიერ გარკვეული პოლიტიკის მიღების, ქვეყნის კანონმდებლობის და ა.შ. მიხედვით. როგორც მოგახსენეთ, ყველაფერი დამოკიდებულია მათი დაქირავების სტატუსზე. ამ სამი პირიდან ორს პირადად ვიცნობ და USAID-საქართველოს მისიაში მაღალი თანამდებობები ეკავათ წლების განმავლობაში.

ასე რომ, ბევრი რამ არის გასარკვევი, თუნდაც თანხების ოდენობიდან გამომდინარე და იმედია კომპეტენტური სამსახურები მოითხოვენ ამ პირებისგან განმარტებებს, მითუმეტეს, რომ თანხები გადმომრიცხავია ბანგკონგში აშშ-ს საელჩო, რომელიც ასევე ფიგურირებს გიული ალასანიას უნივერსიტეტის ერთ-ერთ დონორად.

Ps. ერთი წუთითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცების ფარგლებში, შემოიღო შესაბამისი კანონები უცხოური ფინანსების და მათი მიმღებების გამჭვირვალობაზე, ისინი, ვინც უცხოური ფინანსური დახმარებით ცდილობენ აქ ხელისუფლების შეცვლას, გამოძებნიდნენ სხვადასხვა გზებს მათი ადგილობრივი აგენტურის დასაფინანსებლად“, - წერს ანჯაფარიძე.