უკვე კარგა ხანია რაც ოპოზიციურმა მედიამ აქტიურად დაიწყო ჯეოქეისის უფროსის ვიქტორ ყიფიანის PR-უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ის დაითხოვა, როგორც ამბობენ, ფინანსური მაქინაციების გამო - ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე

უკვე კარგა ხანია რაც ოპოზიციურმა მედიამ აქტიურად დაიწყო ჯეოქეისის უფროსის ვიქტორ ყიფიანის PR-უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ის დაითხოვა, როგორც ამბობენ (თბილისში კი არაფერი იმალება) ფინანსური მაქინაციების გამო - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქით, ვიქტორ ყიფიანმა საჯაროდ დაუდასტურა "დიდი პატივისცემა" და უპირობო მხარდაჭერა უკვე ლუსტრირებულ უცხოური გავლენის აგენტს სალომე ზურაბიშვილს. “უკვე კარგა ხანია რაც ოპოზიციურმა მედიამ აქტიურად დაიწყო ჯეოქეისის უფროსის ვიქტორ ყიფიანის PR-უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ის დაითხოვა, როგორც ამბობენ (თბილისში კი არაფერი იმალება) ფინანსური მაქინაციების გამო.

ვიქტორ ყიფიანმა ახლახანს საჯაროდ დაუდასტურა "დიდი პატივისცემა" და უპირობო მხარდაჭერა უკვე ლუსტრირებულ უცხოური გავლენის აგენტს სალომე ზურაბიშვილს. მან გამოთქვა მზაობა დაეხმაროს სალომეს ჩავარდნის პირას მყოფი "წინააღმდეგობის პლატფორმის" რეანიმაციაში, საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნაც ურჩია. მას აშკარად სურს პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ ეძებს ყველაზე საუკეთესო გზას ამისათვის. სალომე ზურაბიშვილთან კუდის გადაბმა რამდენად არის საუკეთესო გზა? ვინც კი ეს სცადა ყველას კუდი დაეწვა.” - წერს ანჯაფარიძე.