ზაალ ანჯაფარიძე: უკრაინის გაჭირვებით უნდათ ხელი მოითბონ, მოქმედების სტილი ძალიან მიუგავთ ბოლშევიკებს, ნაცების ამ მზაკვრულ გეგმაზე უნდა ეცნობოს საზოგადოებას 

ზაალ ანჯაფარიძე

,,ამათ მგონი სამარეც კი ვერ გაასწორებს. უკრაინის გაჭირვებით აქ უნდათ ხელი მოითბონ, ეგებ ამით მაინც მიაღწიონ ხელისუფლების დამხობას. ასე იქცევიან ჩვეულებრივი შეთქმულები, სხვათა შორის მოქმედების სტილი ძალიან მიუგავთ ბოლშევიკებს. ისინიც ასე მტრობდნენ საკუთარ ქვეყანას, ოღონდ კი ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში’’ - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე და აზიარებს საინფორმაციო სააგენტო ,,კვირას’’ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის დეტალებია, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სათავისოდ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

,,ზუსტად. ამაზე ვწერდი სამი დღის წინ. ამათ მგონი სამარეც კი ვერ გაასწორებს. უკრაინის გაჭირვებით აქ უნდათ ხელი მოითბონ, რომ ეგებ ამით მაინც მიაღწიონ ხელისუფლების დამხობას. ასე იქცევიან ჩვეულებრივი შეთქმულები, სხვათა შორის მოქმედების სტილი ძალიან მიუგავთ ბოლშევიკებს. ისინიც ასე მტრობდნენ საკუთარ ქვეყანას, ოღონდ კი ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში. ნაცების ამ მზაკვრულ გეგმაზე უნდა ეცნობოს მთელ საზოგადოებას, და რა თქმა უნდა, კონტრზომები იქნას მიღებული, რომ სახელმწიფო დავიცვათ მათგან’’ - წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook - ზე.