1692302192
ზაალ ანჯაფარიძე: ბრიტანეთმა როგორც ჩანს საქართველო ამოიღო სამიზნეში, ეტკინათ სიმართლე მათ ქმედებებზე საქართველოში

„ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს, დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად.
„ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო“.
ბრიტანეთმა როგორც ჩანს საქართველო ამოიღო სამიზნეში, რომ ამით მაინც დაიკმაყოფილოს ნეოკოლონიალური ვნებები და პატარა ქვეყნებს გადაუარ-გადმოუაროს. ეტკინათ სიმართლე მათ ქმედებებზე საქართველოში, ეწყინათ, რომ ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად“, - წერს ანჯაფარიძე.