რეპერ Puff Diddy-ზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1728158001
როგორც საქართველო სჭირდება მეგობრული ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირთან, არანაკლებ სჭირდება საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა აშშ-ს და ევროპას ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ძალიან დამაჯერებლად და დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ და გლობალური ძალები, რომლებსაც სამწუხაროდ ძალიან დიდი გავლენა აქვთ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, მიხვდებიან იმას, რომ მიუხედავად მათი გაასმაგებული მცდელობისა, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ რადიკალური ძალები და მთლიანად არღვევენ გაეროს წესდებას თუ ჩვენს სუვერენიტეტს, ოპოზიციას ნულოვანი შანსი აქვს და მაინც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. მოუწევთ შეეგუონ იმ რეალობას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ საქართველოში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.