ყველანაირი სპეკულაციებისგან თავის არიდების მიზნით, კანონი დაინიცირდება ერთი-ერთში იდენტური, როგორიც ის მუშაობს აშშ-ში - ნინო წილოსანი FARA-ს კანონზე

ნინო წილოსანი

FARA-ს ამერიკული კანონის მიღების საკითხს ეხმიანებიან პოლიტიკოსები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონებს არ აღიარებენ. მმართველ გუნდში კი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ კანონის მიღება სპეკულაციებისგან თავის არიდებაში დაეხმარებათ.

 "კანონმა უცხოური გავლენების შესახებ, რომელიც იყო ფაქტობრივად გამოშიგნული ყველა ძირითადი პრინციპებისგან და იმ უმნიშვნელოვანესი მექანიზმებისგან, რომლითაც ასეთი ჩარევები უნდა იყოს იდენტიფიცირებული, დაგვანახა საჭიროება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონი არის საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტი უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისა. ყველანაირი სპეკულაციებისგან თავის არიდების მიზნით, კანონი დაინიცირდება ერთი-ერთში იდენტური, როგორიც ის მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი