დასახელდა ავტომობილების 12 ბრენდი, რომელთა მოდელებიც ყველაზე არასანდოა
1737054205
ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ ასეთი ტონით საქართველოს სახელმწიფოსთან საუბარი, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებთან მოქცევა არავითარ შედეგს მათ არ მოუტანთ, - ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, საქართველოსთან დაკავშირებით ხუთი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება.
ამასთან, როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება, არავითარ შანტაჟს არ შეუშინდება:
„მათ შორის ევროპარლამენტშიც ჩვენ ვიცით და ვნახეთ უკვე, მათ წარსულშიც ჰქონდათ მიღებული რეზოლუციები, რომელიც სამწუხაროდ ადასტურებს ე.წ დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის გავლენებს. ამავე კონტექსტში შეგვიძლია ვისაუბროთ რამდენიმე სახელმწიფოზე, მათ შორის ლიეტუვა, ესტონეთი, უკრაინა. ბუნებრივია, სამწუხაროა როდესაც ვხედავთ მსგავსი ნარატივის გავრცელებას სხვა ქვეყნებშიც მათ შორის დიდ ბრიტანეთში. თუმცა აქ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიგოს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ ასეთი ტონით საქართველოს სახელმწიფოსთან საუბარი, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებთან მოქცევა არავითარ შედეგს მათ არ მოუტანთ. ჩვენ არავითარ შანტაჟს, ბუნებრივია არ შევუშინდებით და მიზანი, რომელიც რეალურად შეიძლება იდგეს ასეთი ტიპის ინიციატივების მიღმა, ბუნებრივია ვერასდროს იქნება მიღწეული. კერძოდ, საქართველოში აუცილებლად იქნება მშვიდობა შენარჩუნებული და ამ მშვიდობის უმთავრესი გარანტი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბატონი პრემიერ-მინისტრი და სხვა პოლიტიკური ლიდერები.
ეს არის ორკესტრირებული ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ სხვადასხვა სახელმწიფოდან თუ სხვადასხვა სტრუქტურიდან ჩვენ ვხედავთ ერთსა და იმავე სახეებს. მათ შორის ნაწილს საქართველოშიც აგზავნიან და ერთგვარ სავიზიტო ბარათად არის ქცეული მიხაილ როთი. ამავდროულად, მათ შორის ქვეყნის გარეთ ჰყავთ მათ კონკრეტული პირები, შესაბამისი დეპუტატები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ კონკრეტული ნარატივის გაჟღერებას და ამით პრაქტიკულად შურისძიებას ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებზე იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მშვიდობასა და მშვიდობის შენარჩუნების ინტერესს ამ ქვეყანაში, მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობას მაქსიმალურად ეწინააღმდეგებიან და არ ცვლიან არავითარ პირადი კეთილდღეობისთვის," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.