იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
სადაც „დიფ სთეითის“ გავლენებია გაზრდილი, განსაკუთრებით ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამ ქვეყნებისგან და მათი წარმომადგენლებისგან ვისმენთ გამაყრუებელ სიჩუმეს, რომელიც [ძალადობრივი აქციის] არ დაგმობაში გამოიხატება, რაც არაპირდაპირი მხარდაჭერაა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მან 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილეობის გამო, ბოლო დღეებში სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ეს კარგად დაგეგმილი დამხობის მცდელობა იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრს, თუ სწორად მახსოვს, ფავლენიშვილს წამოსცდა კიდეც, რომ დიახ, ჩვენ ვიცით, როგორ კეთდება რევოლუციები. ეს გაიდლაინებშიც გვიწერია, ყველას აქვს ინტერნეტი და შეუძლია, მოიძიოსო.
თვითონვე წამოსცდათ, რომ დიახ, იმ გაიდლაინებს მიჰყვებიან, რომლის მიხედვითაც არაერთ ქვეყანაში გადატრიალება მოხდა, მაგალითად სულ ბოლო ხანს ნეპალში და იქ დატრიალებულ მოვლენებსა და უბედურებას როგორ რომანტიზებულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, კარგად ვნახეთ“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, დასვლეთში, სადაც კი საღი აზრი კიდევ არის დარჩენილი, ეს ყველაფერი უნდა იყოს დაგმობილი.
„თუმცა, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენებია გაზრდილი, განსაკუთრებით ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ამ ქვეყნებისგან და მათი წარმომადგენლებისგან ვისმენთ გამაყრუებელ სიჩუმეს, რომელიც არ დაგმობაში გამოიხატება, რაც არაპირდაპირი მხარდაჭერაა.
ყველამ კარგად იცოდეს, რომ დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნება ყველა ის პირი, რომელთა, მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით, შესაბამისი ბრალი იქნება დადასტურებული“, - აღნიშნა გორდულაძემ.