ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევით, დანარჩენი ყველაფერი ცარიელი სპეკულაციებია და ამაში დარწმუნდება ყველა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  როდესაც ბრალს აყენებენ კონკრეტული ადამიანები, ამას სჭირდება მტკიცებულებების მიტანა.

„ვნახოთ, რას მიიტანენ. რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს. თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში. დანარჩენი არის ყველაფერი ცარიელი სპეკულაციები და ამაში დარწმუნდება ყველა, როდესაც ვერავითარ მტკიცებულებას ვერ მიიტანენ შესაბამისი ადამიანები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.