"ყველაფერს ნათელი მოეფინა - ვნახეთ, ევროკომისიამ როგორ ამოიღო ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან... ახლა კითხვები გვაქვს გერმანიის ელჩთან" - ზურაბ რურუა

ზურაბ რურუა

 ბრიუსელიდან თბილისში გამოგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებულ ობიექტების სიაში არ შევა, კიდევ ერთხელ ეხმიანება მმართველი გუნდი.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ფაქტი ნათლად უჩვენებს, თუ როგორი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს რეალურად საქართველოს მიმართ და რომ ქვეყანა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არასდროს დახმარებია.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ რურუას განცხადებით, ახლა გერმანიის ელჩმა, ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგან მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილი წერილის შემდეგ, განმარტებები უნდა გააკეთოს.

"ყველაფერს ნათელი მოეფინა. ვნახეთ, ევროკომისიამ როგორ ამოიღო სანქცირებული ყულევის თემა. ახლა, იგივე კითხვები გვაქვს გერმანიის ელჩთან, რომელმაც ერთი თვის წინ გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით განცხადება, რომ არსებობდა დასაბუთებული მტკიცებულებები. ახლა ველოდებით პასუხებს, თუ რა იყო მტკიცებულება", - განაცხადა ზურაბ რურუამ.