ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანაში დრონების სპეციალისტები გაგზავნა

ზელენსკი

უკრაინამ კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში საჰაერო თავდაცვის ჯგუფები გაგზავნა, რათა ქვეყნებს ირანის თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი ჯგუფები სამი პროფესიონალი, დაკომპლექტებული გუნდი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რეგიონში დრონების უკრაინელი ექსპერტების ყოფნა გადამწყვეტი ფაქტორია უპილოტო საფრენი აპარატების ჩამჭრელი ოპერაციების ეფექტიანობისთვის.

„ვფიქრობ, იმ ქვეყნებმაც კი, რომლებიც ჩუმად ყიდულობდნენ გამანადგურებელ იარაღს, გააცნობიერეს, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ოპერატორების, ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე გამანადგურებლები უბრალოდ არ მუშაობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სპეციალისტები განლაგებული არიან იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე. თუმცა, საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.