„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას სოციალურ ქსელში მიმართავს.
მისი თქმით, სააკაშვილს უხსნიან რომ ქართველ ხალხს ის აღარ სურთ.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლებას აღარ შეეხოს.
„2016 წელს ყველა კვლევა აჩვენებდა რომ სააკაშვილის ლიდერობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარსაც კი არ უნდა - მთელ მოსახლეობაზე არაფერს ვამბობ!
კვლევებს მალავდნენ - ვერაგი ამოცანით, რომ ემტკიცებინათ რომ მიშას გარეშე ნულები ვართ.
ს
ააკაშვილის დევნილობის მთელი 9 წელი სააკაშვილი ითხოვდა მისი ჩამოსვლის მოთხოვნით გრანდიოზული აქციების გამართვას - ვუხსნიდით რომ ეს შეუძლებელია, რომ ხალხს მისი საკითხი არ ანაღვლებს, სხვა თემები ანაღვლებს.
2019 წელს მის სახელს ვერ ახსენებდნენ აქციებზე - უბრალოდ შეუძლებელი იყო, ტალახს ესროდნენ.
ყველა მოღალატედ შეგვრაცხა - ვინც რეალობის ახსნას ცდილობდა, მისი მანქურთებიც აიყოლია, გვბლოკა, მტრებად გამოგვაცხადა, ტალახს გვესროდა, ცილს გვწამებდა - ცოდვას ჩადიოდა!
ხოდა აი ახლა დედამისს ეს უკვირს!
დიახ ქალბატონო გიული - ჩვენ ვუხსნიდით რომ ქართველ ხალხს ის არ უნდა და მოღალატეებს გვიწოდებდა.
ახლა ზის იქ, სადაც ზის - მე ის პოლიტიკურ პატიმრად მიმაჩნია და როცა ჩემი ნება იქნება, აუცილებლად გავათავისუფლებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს.
გამომივა თუ არა, არ ვიცი - მაგრამ ძალიან შევეცდები“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი