ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღევანდელი მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ, სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი, ეკონომიკის ზრდა და მაჩვენებლების გაუმჯობესება არ გვექნება. ყველაფერი დაკავშირებულია ქვეყანაში სტაბილურ ვითარებასთან, სტაბილურ გარემოსთან და სანდოობასთან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ჩვენი გეგმა არის ძალიან დეტალური და კონკრეტული. ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო დაპირებები, რომლებიც ჩვენ ხშირად გვესმის, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ეს არის ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც იმ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, რომელზეც პრემიერ საუბარი ჰქონდა. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ბევრი დაპირება შეიძლება გაიცეს, მაგრამ ამ დაპირების საფუძველი რა არის, ეს არის მნიშვნელოვანი.
ბოლო 12 წლის განმავლობაში ნათლად ვაჩვენეთ, რა პროგრესი შეიძლება მიგვეღწია სტაბილურობით, სწორი მენეჯმენტით, შესაბამისი ბიზნესკლიმატითა და რაც მთავარია მშვიდობიანი და პროგნოზირებადი პოლიტიკით.
ჩვენ გავაგრძელებთ სტაბილურ განვითარებას, ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესებას და მშვიდობიან პოლიტიკას. ასევე გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მოგვეხმარება მაქსიმალურად ეფექტიანი ვიყოთ. ეკონომიკური კეთილდღეობა და ეკონომიკური შედეგები მოგვცემს საშუალებას, რომ გავაუმჯობესოთ ბევრი საკითხი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.