9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?

ცუნამი

2023 წლის სექტემბერში სეისმოლოგებმა უნიკალური სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც ცხრა დღის განმავლობაში მთელ პლანეტაზე ვრცელდებოდა. განსხვავებით მიწისძვრებისგან, ეს სიგნალი მხოლოდ ერთი სიხშირისგან შედგებოდა და ის ისმოდა არქტიკიდან ანტარქტიდამდე. თავდაპირველად მას "USO" ეწოდა — უცნობი სეისმური ობიექტი - წერს Science და Nature Communications-ი.

საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სიგნალის მიზეზი გახდა მასშტაბური კატასტროფა აღმოსავლეთ გრენლანდიაში. 2023 წლის 16 სექტემბერს დიქსონის ფიორდში გიგანტური მეწყერი ჩამოიშალა, რომლის მოცულობა დაახლოებით 10 000 ოლიმპიური აუზის ტოლფასი იყო ქანების სახით. ამან გამოიწვია 200-მეტრიანი მეგაცუნამი — ტალღა, რომელიც სიდიდით აღემატებოდა ცნობილი სატელიტურ კოშკს, Space Needle-ს.

ფიორდში წყალმა წინ და უკან მოძრაობა დაიწყო, რასაც სეიში ეწოდება — ფენომენი, რომელიც დაახლოებით 10 000-ჯერ აირეკლა ცხრა დღის განმავლობაში. სწორედ ეს მოძრაობა დააფიქსირეს სეისმურმა სენსორებმა მთელ მსოფლიოში. მეცნიერები კატასტროფის მიზეზად კლიმატის ცვლილებას და მყინვარების დნობას ასახელებენ, რამაც მთის ფერდობები არასტაბილური გახადა. 

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა წყლის შხეფისგან წარმოქმნილი რხევა დედამიწის ქერქის გავლით მთელ პლანეტაზე გავრცელდა,“ — აღნიშნა სეისმოლოგმა სტივენ ჰიკსმა (UCL-დან).