9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1757795049
რუსეთის ლენინგრადის ოლქში, კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. შესაბამისი ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელდა.
მოგვიანებით, რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ ქალაქ კირიშში სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გუბერნატორის ცნობით, დრონების ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
დროზდენკოს განცხადებით, დაშავებული არავინაა, ხანძარი ლიკვიდირებულია.
კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა.