ყველაფერი გავაკეთე კომისიის წევრების დასარწმუნებლად, რომ ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირონ - გიორგი კალანდარიშვილი

კალანდარიშვილი

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ყველაფერი გააკეთა კომისიის წევრების დასარწმუნებლად, რომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ.

„ჩემი ხედვა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები და შესაძლებლობები, ეს არ არის მხოლოდ სურვილები, ეს არის ღრმა ანალიზის შედეგად უკვე პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც კონკრეტული ამოცანები და მიზნები აქვს. ეს ყველაფერი ასახულია 2022 წლის ჩვენს სამოქმედო გეგმაში. ვფიქრობ, ამომწურავად ვისაუბრე, მათ შორის იმ მიღწევებზე, რომელიც ადმინისტრაციამ ჩემი ხელმძღვანელობით მოახერხა იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისი არჩევნები ჩაგვეტარებინა. რჩება გამოწვევები, საკითხები, რომელიც მეტად გაუმჯობესებას საჭიროებენ”, - აცხადებს კალანდარიშვილი.