ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალის ოდენობას - გიორგი ურუშაძე

გიორგი ურუშაძე

რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.

მისი თქმით, სპეციალური კომისია, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც დააზიანა სტიქიამ მათთვის, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება, იქნება მყისიერი რეაგირება. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალის ოდენობას“, - განაცხადა ურუშაძემ.

გურიაში, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.