პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთი, ყირიმის საკითხის გარდა, უკრაინის წინადადებებს სიტყვიერად დათანხმდა. არახამიას თქმით, ახლა მხარეები ხელშეკრულებების იურიდიულად გაფორმებაზე იმუშავებენ.
„სტამბოლში ჩვენი პოზიცია გამოვაცხადეთ. პრინციპში, რუსეთის ფედერაციამ უკვე გასცა თავისი ოფიციალური პასუხი, რაც არის ის, რომ ისინი ეთანხმებიან ამ პოზიციას, გარდა ყირიმის საკითხისა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. დმიტრო კულებამ (უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი) თქვა, რომ ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არის. ის ელოდება წერილობით პასუხს“, - განაცხადა პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ.
თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციამ რუსეთს ყირიმის სტატუსზე 15 წლით მოლაპარაკება შესთავაზა, კრემლმა საკითხის განხილვა მალევე უარყო.