ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა
1735630631
თბილისის მერი საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ულოცავს.
როგორც მერმა ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ერთგულებით და პატრიოტიზმით მოემსახურება ქვეყანას და დაიცავს მის ეროვნულ ინტერესებს.
„პირველ რიგში, საქართველოს ვულოცავ ახალ პრეზიდენტს, პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმით, ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას. ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა. პრეზიდენტის ინსტიტუტს წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა რეპუტაცია, პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ისინი ემსახურებოდნენ გარე ძალებს. მინდა, ახალ პრეზიდენტს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და რაც მთავარია, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.