ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტნიორებს ოპოზიციურ ველზე, რომ ვიმსჯელოთ, გამოვიყენოთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნები ბრძოლის ინსტრუმენტად, რათა საზოგადოების მეტი ჩართულობა იყოს იმ სამომავლო საპროტესტო ტალღაში - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციაში და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის ოპონენტები, ჯერჯერობით უცნობია.

"ძლიერი საქართველო", რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება, აცხადებს, რომ ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად გამოაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობა" "ლელოს" ტყუილში ადანაშაულებს, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები კი მათ საჯარო დებატებში იწვევენ. არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება გახარიას გუნდი, რომელიც ამბობს, რომ კოლეგების ბრალდებები მათ სამოქმედო გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს.

"ვთავაზობთ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს ოპოზიციურ ველზე, რომ ვიმსჯელოთ, გამოვიყენოთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნები ბრძოლის ინსტრუმენტად იმისთვის, რომ საზოგადოების მეტი ჩართულობა იყოს იმ სამომავლო საპროტესტო ტალღაში და პროცესში, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე და ხელისუფლების ცვლილებამდე.

ჩვენი შეთავაზება ისევ ძალაშია და იმედი გვაქვს, რომ ამ შეთავაზებას შესაბამისი გამოხმაურება ექნება", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.