„გაითვალისწინეთ, ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია“ - მეტეოროლოგი

წვიმა

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე საქართველოში, უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, უახლოეს დღეებში, ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია.

„სანაპირო კურორტებზე შემოდგომის მსგავსი ნაცრისფერი და შედარებით გრილი დღეები კვლავ შენარჩუნდება.
მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სანაპიროზე კვლავ დროდადრო იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ არასეზონურად დაბალ ნიშნულზე დარჩება, გაითვალისწინეთ, ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია.

დასავლეთ საქართველოზე - გრილი ჰაერის მასები ზეგიდან მოახდენს გავლენას და ასევე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა კი დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში - უახლოეს დღეებში მხოლოდ ზოგანაა მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ძირითადად შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი. ვისურვებ მალე გახაროთ მზიანი დღეების ამბავი...“, - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.