ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
უკრაინა გამარჯვების გეგმის მისაღწევად და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის გასაძლიერებლად, დასავლელი პარტნიორებისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება. ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ უკრაინის გამარჯვებისთვის, იარაღისა და დიპლომატიის ძალის გაერთიანებაა საჭირო. განცხადება ტრადიციული ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
„ჩვენი გუნდები - უკრაინული და ამერიკული, უკვე მუშაობენ ყველაფერზე, რაც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განვიხილეთ. ახლა კი „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრისთვის ვემზადებით. ეს იქნება განსაკუთრებული „რამშტაინი“. ჩვენი მხრიდან პარტნიორები გაეცნობიან ყველა დეტალს, ყველა არგუმენტს, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ შედეგი უახლოეს თვეებში როგორც ფრონტზე, ასევე დიპლომატიურ მუშაობაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.