ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ მიმდინარე კვირას დონალდ ტრამპს შეხვდება

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მიმდინარე კვირას ამერიკელ კოლეგას შეხვდება.

უკრაინული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, უკვე ვაშინგტონშია.

მხარეებს შორის განსახილველ თემა იქნება უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, ენერგეტიკა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.