1692302192
იყო თუ არა ტელეკომპანია „იმედის“ გათიშვის მიზეზი საბოტაჟი - საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
იყო თუ არა ტელეკომპანია „იმედის“ გათიშვის მიზეზი საბოტაჟი - ამას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური უახლოეს მომავალში დაადგენს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ტელევიზიის მაუწყებლობა დაუდგენელი მიზეზით, გუშინ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში გათიშული იყო. ტელეკომპანია „იმედი“ არ გამორიცხავს, სავარაუდო დანაშაულებრივ აქტს. ამ დრომდე დგინდება ხარვეზის მიზეზიც. ტელეკომპანიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მყისიერად მიმართა. უწყებამ გამოძიება საბოტაჟის მუხლით უკვე დაიწყო.
ტელეიმედის პარალელურად, 45 წუთის განმავლობაში, მაუწყებლობა შეწყვეტილი იყო ჰოლდინგში შემავალ „მაესტროსა “ და „ჯიდიესზეც“.











