ოპტელი ბერების ლოცვა - წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
1738702671
ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე საუბრისას.
„ბუნებრივია ასეთი განცხადებები შეურაცხმყოფელია ქართული პოლიტიკისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი რესტორნები, სასტუმროები თუ დაწესებულებები მიიღებენ შესაბამის ზომებს ისევე როგორც ასეთი სიძულვილი უნდა იყოს დაგმობილი ყველას მხრიდან“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.