ვლადიმერ ბოჟაძე: სახელმწიფო დაიცავს თავის კონსტიტუციურ ორგანოებს, არავის მიეცემა საშუალება, რომ ზეწოლა მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოზე, ან კონკრეტულ მოსამართლეზე

ბოჟაძე

ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეებზე, ამ კონსტიტუციურ ორგანოზე, ეს სრულიად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

იგი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა სახელმწიფო დაიცავს თავის კონსტიტუციურ ორგანოებს, არავის მიეცემა საშუალება, რომ ზეწოლა მოახდინოს ამ ორგანოზე ან კონკრეტულ მოსამართლეზე. მათ შორის ის სარჩელი, რომელიც არის წარდგენილი ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე, სრულიად წარმოუდგენელია, რომ რაიმე სამართლებრივი შედეგი დადგეს ამ მიმართულებით, რამაც შეიძლება გარკვეული ზეწოლა, გავლენა მოახდინოს ან არჩევნების შედეგებზე, ან პარლამენტის მუშაობაზე“, - განაცხადა ბოჟაძემ.