„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
ოპოზიცია ელოდება გარედან საბოლოო დავალების მიღებას, როგორ ჩანს მათი დამფინანსებლები პატრონები კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული რა ფორმით უნდა მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.
„ჯერ არ იციან როგორ მიიღებენ მონაწილეობას, ერთიანი სახით, ისე როგორც ამას ავალებდნენ საპარლამენტო არჩევნებზე, ცალ-ცალკე შეთანხმებული კანდიდატები, თუმცა ეს დროის ამბავია. ფაქტი ერთია, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ჩვენ მზად ვართ 64-ვე მუნიციპალიტეტში დავამარცხოთ ოპოზიცია“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.