ლოცვა, რომელიც მორწმუნე მრევლმა ილიაობის დღეს უნდა წაიკითხოს
1754117927
მშვიდობიანი აქციები რადიკალური ხდებოდა სწორედ ოპოზიციის დავალებით და ბუნებრივია [გიორგი] ვაშაძეს და[ზურაბ გირჩი] ჯაფარიძესაც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.
„ისინი არიან ორგანიზატორები, ისინი იყვნენ ამოფარებულები ახალგაზრდებს. იმალებოდნენ სადარბაზოებში, ერთი წვეთი წყალიც არ მოხვედრიათ და სხვისი ხელით, სხივი შვილებით და სხვისი დასახიჩრებით უნდოდათ ხელისუფლების ცვლილება“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. ვიდეომასალა ამის თაობაზე თავად „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გაავრცელა.
სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემაც. მისი თქმით პოლიცია მის სახლთანაც იმყოფებოდა და პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას ითხოვდა.