ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
1737360741
მიზანი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა წარმოაჩინონ ისე, თითქოს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას მათთან კომუნიკაცია ექნება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„[ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები] ბილეთები იყიდებოდა ოფიციალურად საიტზე, ვიღაცამ იყიდა, ვიღაცა დაპატიჟეს, ასიათასობით ადამიანს შორის რამდენი ქართველი იქნება იქ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი მიზანი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა წარმოაჩინონ ისე, თითქოს ახალ ადმინისტრაციას მათთან კომუნიკაცია ექნება. ყველამ კარგად იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი ვადაგასული პრეზიდენტია და ის პოლიტიკოსები, რომლებიც იქ არიან, არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს, რადგან არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, - აცხადებს ბოჟაძე.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები შესაბამის პლატფორმაზე იყიდება.