რატომ არ იყენებენ ტუალეტის ქაღალდს ინდოეთში - მიზეზს ვერასდროს გამოიცნობთ
1741183080
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „ღამის კურიერის“ ეთერში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციის სტრატეგიაზე საუბრობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო მუშაობა, საგარეო ფრონტი, მაგრამ მთავარი საქმე უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, უნდა გავაკეთოთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა. ჩვენგან ერთიანობაზე მოწოდებები გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამგვარ მოწოდებებს ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვაკეთებდით.
ახლა, როგორც მინიმუმ, საერთაშორისო ფრონტზე უნდა მოხდეს გაერთიანება და ამ თვალსაზრისით, პრინციპში, ჩვენ ვახერხებთ მნიშვნელოვანწილად თანამშრომლობას. ვიზიარებთ ნებისმიერ მოწოდებას და ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ოპოზიციის ერთიანი ფრონტის შექმნას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ დრომდე, ეს შესაძლებელი გახდა სტრასბურგში, ძალიან წარმატებით ვიმუშავეთ რუსული კავშირების მიუხედავად. არ იყო ამ დრომდე შესაძლებელი ეროვნულ დონეზე. თუ ეს გახდება შესაძლებელი, ბუნებრივია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო, არის და იქნება ამისთვის მზაობა", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.