რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
ვიზალიბერალიზაცია, პერსონალური და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება - ეს ის საკითხებია, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აისახა. ევროპელი კანონმდებლები დოკუმენტზე მსჯელობას დღეს აპირებენ.
„კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიას, რომ დაუყოვნებლივ შეაფასოს, თუ როგორ გავლენას ახდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონები, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საორიენტაციო მაჩვენებლის უწყვეტ შესრულებაზე.
განიხილოს პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს პოლიტიკური პროცესებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესებაში მისი როლის გამო.
მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, რომ მიიღოს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომელიც ლგბტიქ+ ადამიანებს ართმევს თავიანთ უფლებებს.
კანონის მიღებიდან ორ დღეში, საკუთარ ბინაში მოკლეს ტრანსგენდერი მოდელი და საჯარო ფიგურა კესარია აბრამიძე“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.